სანამ შენ არ შეგეხო ეს უსამართლობა ძვირფასო პოლიციელო, ხმა არ ამოიღე – მიხეილ სააკაშვილი თამაზ ჯოხაძეზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

,,ვინმესთან ნათესაობის გამო პოლიციიდან გაშვება, ძალიან დიდი უსამართლობაა, მაგრამ ჯერ ერთი, თვითონ კახა საბანაძე იყო ნამდვილი ყაჩაღი – ისეთივე ზუსტად, რომელიც არაფრით არ განსხვავდება იმათგან, ვინც დღეს ხელმძღვანელობს პოლიციას და მეორე, სანამ შენ არ შეგეხო ეს უსამართლობა ძვირფასო პოლიციელო, ხმა არ ამოიღე.

მანამდე, როცა პოლიცია სრულიად უპრაგუნოდ აკავებდა, არბევდა, უამრავ უსამართლობას სჩადიოდა, ეს შენ ნორმალურად მიგაჩნდა ?
მაშინ რატომ არ ამოიღე ხმა? მაშინ რატომ არ გააკეთე ასეთივე გადაცემა? – თუ ეს ზედმეტი გმირობის მოთხოვნაა, რომ უბრალოდ დარჩე წესიერ ადამიანად, უწესო და უსამართლო ქვეყანაში,” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის პატრულის თანამშრომლის, თამაზ ჯოხაძის განცხადებით, მას სამსახურდან უშვებენ. მისივე თქმით, სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი გიორგი მეზვრიშვილთან ნათესაური კავშირია,რომელიც თავის მხრივ, კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარია.