ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით აცრილთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 933-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 715 919 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 466 326 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 412 420, გარდაიცვალა 6 279 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.52%.