ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონში, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეცნობა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არსებული გამოწვევების შეფასებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად კონკრეტული გეგმის შემუშავების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ინფიცირებულ პაციენტთა კლინიკური მართვის პროტოკოლი და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

„ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი არსებული გამოწვევების შეფასებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად კონკრეტული გეგმის შემუშავების მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაზე გამახვილდა. სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, განიხილეს ინფიცირებულ პაციენტთა კლინიკური მართვის პროტოკოლი და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის საკითხები.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.