გოგი წულაია: „ქუთაისის მერია ქალაქში მურღულიას ბრძანებით ხემცენარეებს ახმობს

“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის გამო, 140 ხისთვის ფესვების გადაჭრას აპროტესტებს.

გოგი წულაია ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.და მისივე განმარტებით მურღულია ხემცენარებს ახმობს.

“მე ვგრძნობ საშიშროებას, და ვფიქრობ რომ ქუთაისის მერია ქალაქში მურღულიას ბრძანებით ხემცენარეებს ახმობს ეს ხეები, რომლებსაც ფესვები გადაუჭრეს, წაიქცევა და ადამიანების სიცოცხლეს შეუქნის საფრთხეს. არავინ იცის, რამე რომ მოხდეს, ვისი შვილი იქნება აქ, ჩემი თუ ქალაქის მერის”, – აცხადებს გიორგი წულაია.

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ “სპეციალურ სერვისებში” ხეებისთვის ფესვების გადააჭრის ფაქტს არ უარყოფენ. თუმცა, აცხადებენ, რომ ამით მცენარეები არ დაზიანებულა და შესაბამისად, მათი წაქცევის საფრთხე არ არსებობს.

კომენტარის დატოვება