ქეთევანობას გილოცავთ! დიდმოწამე დედოფლის ლოცვა გფარავდეთ!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას 26 სექტემბერს დღესასწაულობს. წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო.

შაჰ-აბასმა დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და, აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო, ქეთევანი წამებისთვის მზად იყო.

ენით აუწერელი იყო სპარსთა სისატიკე. დედოფალს გახურებული რვალის ქვაბი თავზე დაამხეს. მკერდი დააგლიჯეს, გავარვარებული მარწუხები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს კი გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

წამების მხილველმა ფრანგებმა წმ.დედოფლის ნაწილები დიდი პატივით დაასვენეს კათოლიკურ მონასტერში. შემდგომ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს მოწამის თავი, მკლავი და სხვა ნაწილები.

დედოფალი პატივითა და დიდებით ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.