$5,7 ათასი ღამეში – იზრაელში ტრამპს რობოტები დაიცავენ

უსაფრთხოების მიზნით, აშშ-ს პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტის დროს სასტუმროს, სადაც ის გაჩერდება რობოტები დაიცავენ.

სასტუმროს King David მმართველი აცხადებს, რომ სასტუმროს დაიცავენ რობოტები, ნომერი კი, რომელშიც დაცულია მობინადრე მომწამვლელი აირისა და ყუმბარისგან, ღამეში $5,7 ათასი ღირს.

უსაფრთხოების მიზნით სასტუმროს თავზე იქნება საჰაერო ბუშტები კამერებით, მიმდებარე ქუჩებში კი ავტობუსები განთავსდება, რობოტები გამოჩნდებიან კანალიზაციის სისტემაში და ქუჩებშიც, რათა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინონ.