ვდგავართ ჯანდაცვის სექტორის კოლაფსის საფრთხის პირისპირ – ხელისუფლებას თავის დროზე უნდა შეენარჩუნებინა გარკვეული შეზღუდვები – გია ხუხაშვილი.

ვდგავართ ჯანდაცვის სექტორის კოლაფსის საფრთხის პირისპირ – ხელისუფლებას თავის დროზე უნდა შეენარჩუნებინა გარკვეული შეზღუდვები –  ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ,,ჯიემთივის“ განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს არსებული ვითარება არის უხარისხო და დანაშაულებრივი მენეჯმენტის ბრალი.

,,მე არ ვარ ამ შეზღუდვების წინააღმდეგი, პირიქით მომხრე ვარ, მაგრამ დაგვიანებულია ეს შეზღუდვები.  რეგულაციების გამკაცრების არათუ აუცილებლობა გვაქვს, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობა, რადგან ვითარება უკვე არის ძალიან მძიმე. თავის დროზე რომ შეენარჩუნებინათ ის გარკვეული შეზღუდვები, რითაც ბალანსი იქნებოდა დაცული ეკონომიკასთან, თუნდაც ის რაც დღეს მიიღეს. ხელისუფლებას ეს რომ გაეკეთებინა ერთი თვით ან თვენახევრით ადრე, შეიძლებოდა, დღეს ასეთ მძიმე ვითარებაში არ ვყოფილიყავით.

დღეს, ჩვენ ფაქტობრივად ვდგავართ ჯანდაცვის სექტორის კოლაფსის საფრთხის პირისპირ. ეს არის ძალიან უხარისხო, დანაშაულებრივი მენეჯმენტის ბრალი,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა “ჯიემთივისთან*.