EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთის საკითხზე საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ავთანეთის საკითხზე საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელებენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ტვიტერზე დაწერა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მათ პარტნიორენთან ინტენსიური კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს.

“ავღანეთში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ბოლო დღეებსა და საათებში პარტნიორებთან ინტენსიური კონტაქტის შედეგად გადავწყვიტე, რომ ხვალ დღის მეორე ნახევარში მოვიწვიო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენცია, პირველი შეფასებისთვის”, – დაწერა ბორელმა ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანი გუშინ, 15 აგვისტოს შევიდა, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კი ქვეყანა დატოვა.