ვოლოდიმირ ზელენსკი – მე მზად ვარ დიალოგისთვის, ჩვენ მზად არ ვართ კაპიტულაციისთვის

მე მზად ვარ დიალოგისთვის, ჩვენ მზად არ ვართ კაპიტულაციისთვის – ასე უპასუხა კრემლის მიერ წამოყენებული პირობების შესახებ  ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News- სთან მიცემულ ინტერვიუში, სადაც ჟურნალისტი ზლენსკის ეკითხება  ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმისა და ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების შესახებ

ზელენსკის თქმით, კრემლის მიერ წაყენებული პირობები არის მორიგი ულტიმატუმი, რისთვისაც უკრაინა მზად არ არის.

,,პირველ რიგში, მე მზად ვარ დიალოგისთვის, ჩვენ არ ვართ მზად კაპიტულაციისთვის. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც მე ამირჩია.

რაც შეეხება ნატო-ს, ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ გამიჩნდა გულგრილი დამოკიდებულება, მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ ნატო არ არის მზად, უკრაინის მისაღებად. ალიანსს ეშინია საკამათო საკითხებისა და რუსეთთან დაპირისპირების. არასოდეს მინდოდა, ვყოფილიყავით ქვეყანა, რომელიც რაღაცას მუხლებზე დაჩოქილი ითხოვს. მე არ მინდა, ვიყოთ ეს ქვეყანა და მე არ მინდა, ვიყო ეს პრეზიდენტი. მე ვსაუბრობ უსაფრთხოების გარანტიებზე.

რაც შეეხება ტერიტორიებს, რომლებიც არავის უღიარებია რუსეთის გარდა, ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია, არის ის, თუ როგორ იცხოვრებენ ამ ტერიტორიებზე ხალხი, რომელთან სურთ, იყვნენ უკრაინის ნაწილი. ეს არის მორიგი ულტიმატუმი და ჩვენ მზად არ ვართ ულტიმატუმებისთვის.

რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყოს საუბარი, დაიწყოს დიალოგი, ნაცვლად იმისა, რომ იცხოვროს ,,საინფორმაციო ბუშტში”, ჟანგბადის გარეშე. მე ვფიქრობ, რომ ის არის იქ. ის ამ ბუშტშია”, – განაცხადა ზელენსკიმ.