მიხეილ მუმლაძე: ასე გადაურჩა რუსთავი და საქართველო ახალ დიდ უბედურებას!

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი

მართლა აპირებდნენ რუსთავის მერიის შენობისა და მოედნის გაყიდვას ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და ნაცისტები?

ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობის პერიოდში დავით კირკიტაძის გუბერნატორობის დროს გაიყიდა ქალაქ რუსთავში და მის ირგვლივ სხვ ადასხვა ტერიტორიები ქუჩები, ტროტუარები, გაზონები, სკვერები…
რუსთავის შემოსასვლელში 23 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა ორგანიზაცია „კავკასუს ავტოჰაუზს“. რუსთავში არსებული ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი ე.წ. „სტამბოლის ბაზარი“ კანონიერ მეპატრონეებს წაართვეს იძულების წესით და ძალზე დიდ ფასად გაყიდეს.

არის ასევე მოსაზრება, რომ ამ „სტამბოლის ბაზრის“ შემოსავლის ნაწილი მათი საკუთრებაა. და რაც ყველაზე მთავარია ქვემო ქართლისა და რუსთავის ნაციონალებმა გადაწყვიტეს მოეხდინათ რუსთავის მერიის შესანიშნავი შენობის და მის გარეშემო მდებარე ისტორიული 4 ულამაზესი კორპუსი გაიყიდა.

ამისათვის დაჩქარებული წესით მცირე თანხებით ააშენეს რუსთავის მეორე მხარეს გუბერნატორის ადმინისტრაციული შენობა და რომ დაცლოდათ მერიასაც გამოღმა მხარეს გადმოიტანდნენ.

მერიის შენობაში აზერბაიჯანული ორგანიზაციის „სოკარის“ სათაო ოფისი იქნებოდა, ოთხივე ლამაზ შენობაში მცხოვრებლებს დიდ თანხას გადაუხდიდნენ და ისინი ბინებს დიდი სიამოვნებით დაცლიდნენ იქვე ახლოს ერთი დიდი სკვერი მოეწყო სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლია დადგმული და რუსთავის მთავარ მოედანს ალბათ ბაქოს მოედანი დაერქმეოდა.

ნაცისტებს ეს ყველაფერი ბატონ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით ჩაეშალათ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნები რომ წააგეს და თავიანთი დიდი იმედები 2016 წელშიც დაემსხვრათ.

ასე გადაურჩა რუსთავი და საქართველო ახალ დიდ უბედურებას!

კომენტარის დატოვება