ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტიდან ყველა მიმართულებით რეისები აიკრძალა

მოძრაობა „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა მიმართულებით რეისები აკრძალა – ამის შესახებ Sky News Arabia იუწყება.

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით კი, „თალიბანის“ რაზმები ქაბულის აეროპორტს მიუახლოვდნენ, თალიბთა ცალკეული ჯგუფები უკვე შენობაში იმყოფებიან. შენობაში და მის მიმდებარედ შეკრებილი ადამიანების დასაშლელად, მათ ჰაერში ავტომატური იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაუქმდა ყველა კომერციული რეისები ქაბულის აეროპორტიდან, ხოლო ტრანზიტულ თვითმფრინავებს რეკომენდაცია მიეცათ, შეეცვალათ მარშრუტი ავღანეთის საჰაეროს სივრცის გვერდის ავლით.