სააკაშვილი ღარიბაშვილს – ივანას მატლო, ქართველი ხალხი გადაგივლით

“ივანას მატლო”, – ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, რომლის მიხედვითაც პრემიერი აცხადებს, რომ მას ” ოპოზიცია ძალიან ეცოდება”.

“შე მართლა საცოდავო, ივანას მატლო, ქართველი ხალხი გადაგივლით 2 ოქტომბერს, რომელიც ასე დაამცირეთ, შეურაცხყავით და საშინელ უბედურებამდე მიიყვანეთ.

არ შეგარჩენთ შენს პატრონთან ერთად, ხალხის ამ მდგომარეობამდე მიყვანას და ჩვენი სამშობლოს განადგურებას!”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.