„საქსტატის“ წინასწარი შედეგების მიხედვით, იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 2 275.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქსტატის წინასწარი შედეგების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 275.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 27.8%-ით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.1%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30.7%-ით გაიზარდა და 1 662.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (352.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (293.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (180.1 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 465.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.0%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 228.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 123.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4%)“,- აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.