კახა კუჭავა: ირაკლი კობახიძე არის გუნდის უდავო ლიდერი, რომელიც კიდევ ერთ გამარჯვებამდე მიგვიყვანს 2 ოქტომბერს – ნუ ნერვიულობთ, ის ოფისშია და ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი

ირაკლი კობახიძე არის შტაბის ხელმძღვანელი, გუნდის უდავო ლიდერი, რომელიც კიდევ ერთ გამარჯვებამდე მიგვიყვანს 2 ოქტომბერს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ თუ რატომ არ ესწრება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

„ირაკლი კობახიძე მუშაობს როგორც შტაბის ხელმძღვანელი. ასე იყო წლების განმავლობაში. წინა წარდგენებზეც იყო პრემიერი და გენერალური მდივანი. ნუ ნერვიულობთ, ის ოფისშია და ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი, როდესაც საჭირო გახდება“,- განაცხადა კუჭავამ.