გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას ზოგადად უჭირს კანდიდატების დასახელება და ეს მიანიშნებს იმას, რომ მათ საერთო სტრატეგია არ გააჩნიათ, ერთობა კი არც აქამდე ჰქონიათ

ის, რომ ოპოზიციას ზოგადად უჭირს კანდიდატების დასახელება მიანიშნებს იმას, რომ მათ არც საერთო სტრატეგია გააჩნიათ, ერთობა კი არც აქამდე ჰქონიათ​​, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ფოთის მერობის კანდიდატად თინა ბოკუჩავას გიგი უგულავათი ჩანაცვლებას.

„რაც შეეხება ფოთში ბოკუჩავას შემდეგ კი უგულავას კანდიდატურის დასახელებას, აქ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიოლი-რეშკას პრინციპზე გადავიდნენ და ასე ანაწილებენ კანდიდატებს. სხვა ლოგიკა არ გააჩნია ფოთში ბოკუჩავას, შემდეგ კი უგულავას კანდიდატურის დასახელებას. ქალბატონ თინას ეყო გონიერება და უარი თქვა ამ პოზიციაზე და უგულავა ალბათ დათანხმდა იმას რაც შეხვდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.