მიროტაძე: არასერიოზული განცხადება გამოუვიდა ბატონ კვირიკაშვილს!

პრემიერის განცხადება, რომ ლარის გაუფასურება ექსპორტ იმპორტის მაჩვენებლებს შორის სხვაობამ გამოიწვია, გამოეხმაურა “ეროვნული ფორუმი”. ანი მიროტაძის თქმით, პრემიერს შეფასება არასერიოზული გამოუვიდა.

“როცა შენი ქვეყნის უმრავლესობა დამოკიდებულია კურსზე, ასეთი განცხადებები ცოტა უპასუხისმგებლოა. არასერიოზული განცხადება გამოუვიდა ბატონ კვირიკაშვილს”- აცხადებს ანი მიროტაძე.

კომენტარის დატოვება