ჯო ბაიდენი – აშშ ვალდებულებას იღებს, რომ ავღანეთიდან გამოიყვანს ყველას, მათ შორის ავღანელ ქალებს და ჟურნალისტებს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ ავღანეთიდან გამოიყვანს ყველას, ვის წინაშეც ვალდებულება აქვს აღებული. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ქაბულის აეროპორტში მიმდინარე ევაკუაცია ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და რთულია და ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ქვეყნიდან დიდი მანძილით დაშორებული ადგილიდან მსგავსი რაოდენობის ხალხის გამოყვანა შეუძლია, ამერიკის შეერთებული შტატებია.

მისი განცხადებით, აშშ ვალდებულებას იღებს, რომ ავღანეთიდან გამოიყვანს ყველას, მათ შორის ავღანელ ქალებს და ჟურნალისტებს.

პრეზიდენტის თქმით, ივლისიდან მოყოლებული აშშ-მა ავღანეთიდან 18 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის 13 ათასი ადამიანის 14 აგვისტოდან მოყოლებული.