თალიბანის ერთ-ერთი დამფუძნებელი მოლაპარაკებებისთვის ქაბულში ჩავიდა

თალიბანის თანადამფუძნებელი, აბდულ ღანი ბარადარი მოლაპარაკებებისთვის ავღანეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ოფიციალურ წყაროზე დაყრნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ქაბულში თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი შეხვდება სამხედრო მეთაურებს, ყოფილი მთავრობის ლიდერებსა და რელიგიურ სწავლულებს და “ახალი მთავრობის” ჩამოყალიბებას განიხილავს. როგორც თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters განუცხადა, თალიბანი გეგმავს, მომდევნო რამდენიმე კვირაში ავღანეთის მთავრობის ახალი მოდელი მოამზადოს.

ცნობისთვის, ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, თალიბანმა მალევე შეძლო და ქაბულიც აიღო – პრეზიდენტი გაიქცა, თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს. მათ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო “ამნისტია გამოაცხადეს” და მთავრობაში ქალები მიიწვიეს.