პაატა იმნაძე – ლოკდაუნი არ იგეგმება, საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება რეგულაციების დამატება, რომლებიც ეკონომიკაზე დამღუპველ ზეგავლენას არ მოახდენს

ლოკდაუნი არ იგეგმება, საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება რეგულაციების დამატება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე დამღუპველ ზეგავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კახეთში განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოზე ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება, რომ დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კახეთში აცრების დაბალი მაჩვენებელია და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას მიიჩნევს საჭიროდ.

„კახელებს ვთხოვ, გამოიჩინონ მათთვის დამახასიათებელი სიდარბაისლე და გონიერება, გადადონ ახლა დიდი ქეიფები, ქორწილები და ქელეხები, არ არის ამისი დრო. რთველი ჩაატარონ კარგად და მერე ეგება, უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს“,- განაცხადა იმნაძემ.