ვლადიმირ ზელენსკი – ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერასდროს დაიბრუნებს ყირიმს, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინული ნახევარკუნძულის დეოკუპაციის საკითხში

მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვხსნით ამ ახალ პლატფორმას. უკრაინა თქვენთან ერთად იწყებს უკრაინული ყირიმის ისტორიაში ახალი თავის დაწერას, ეს არის თავი დეოკუპაციის შესახებ. სწორედ დეოკუპაცია არის ჩემი, ჩვენის სახელმწიფოს და ყირიმის პლატფორმის მუშაობის მთავარი მიზანი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურ, იურიდიულ, დიპლომატიურ შესაძლებლობას გამოიყენებენ, რათა ყირიმი უკრაინასთან ერთად, ევროპის ნაწილი გახდეს.

„მოხარული ვიქნებოდით, უკრაინაში, კიევში შეგხვედროდით არა ამ მიზეზით თუმცა, რა გაეწყობა. 7 წლის წინ ევროპის ცენტრში რუსეთმა მოახდინა უკრაინის ნაწილის, ყირიმის ნახევარკუნძულის, უკრიანის ტერიტორიის 27 ათასი კვადრატული კილომეტრის ანექსია და ოკუპაცია. ეს არის ევროპისა და მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაზე დიდი ტერიტორია. ჩვენი ტერიტორიის ანექსიებმა მოახდინა ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთმა გარანტმა სახელმწიფომ.

პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შესაძლებელია, რათა დავაბრუნო ყირიმი, რომ ის უკრაინასთან ერთად გახდეს ევროპის ნაწილი. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო პოლიტიკურ, იურიდიულ და უპირველეს ყოვლისა, დიპლომატიურ საშუალებას.

ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერასდროს დაიბრუნებს ყირიმს, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინული ნახევარკუნძულის დეოკუპაციის საკითხში. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, რათა წინ აღვუდგეთ აგრესიას, ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ დონბასში.სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე ვერ დავიბრუნეთ ჩვენი ტერიტორიები, რომელთა ოკუპაცია უკვე გრძელდება 2741 დღე 2014 წლის თებერვლიდან. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ არც ერთი დღე, უნდა დავიწყოთ დეოკუპაციის პროცესი. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვხსნით ამ ახალ პლატფორმას. უკრაინა თქვენთან ერთად იწყებს უკრაინული ყირიმის ისტორიაში ახალი თავის დაწერას, ეს არის თავი დეოკუპაციის შესახებ, სწორედ დეოკუპაცია არის ჩემი, ჩვენის სახელმწიფოს და ყირიმის პლატფორმის მუშაობის მთავარი მიზანი. ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებამ უნდა აიძულოს რუსეთი, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი ნახევარკუნძულის დაბრუნების თაობაზე“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.