24 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ახალუბანი, სელექცია, მისაქციელი, საგურამო, ნატახტარი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ თბილისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიღომში, ბერტა ფონ ზუტნერის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ბარონ დე ბაიას და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.