1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1180 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1180 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1180 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1257 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6543 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6514 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0029 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.