თამარ გაბუნია: 15 ოქტომბრიდან ვგეგმავთ თბილისიდან ვაქცინაციის გასვლითი ბრიგადების უზრუნველყოფას

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური პარამეტრები გარკვეულწილად ისევ საყურადღებო ხდება. შემთხვევების მატებასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილიემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდემიის გავრცელების რისკები იმატებს, რაზეც გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მიუთითებს.

„რაც შეეხება ვაქცინაციას, ტემპი არის უკიდურესად შენელებული. დავიწყეთ მუშაობა სოფლის ექიმებთან იმისთვის, რომ მათ ადგილებზე შეისწავლონ მდგომარეობა, მისცენ მეტი ინფორმაცია მოსახლეობას და უკვე 15 ოქტომბრიდან ვგეგმავთ თბილისიდან გასვლითი ბრიგადების უზრუნველყოფას. შერჩეულია 40-მდე ლოკაცია, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 3 ათას მოქალაქეს აღემატება და იქ გააქტიურდება მობილური ბრიგადებით ვაქცინაცია“, – განაცხადა გაბუნიამ.