თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ,,თბილისის ზღვისთვის“ გაიმართა

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილისა და დედაქალაქის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის’’ ერთობლივი მუშაობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ,,თბილისის ზღვისთვის“ გაიმართა.

თბილისის ზღვისუბანი თავისი ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარე „ზღვაზე“ დასასვენებლად იზიდავს დედაქალაქის მცხოვრებელებსა და სტუმრებს, განსაკუთრებით კი ზაფხულში. არსებული პოტენციალის გამოყენებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე, კომფორტის გაზრდის მიზნით, ზღვისუბნის მაჟორიტარის წარმომადგენლობამ, შეისწავლა არსებული ტერიტორია.

შედეგად, გამოვლინდა საჭიროება, სივრცის შესაბამისად მოწყობის, რაც არსებული სანაპირო ზოლის გათიბვასა და დასუფთავებას გულისხმობს. შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გათიბვის სამუშაოებისას თანამედროვე ტექნიკა გამოიყენეს.

ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობა, ასევე მიიღეს წარმომადგენლობის თანამშრომლებმა და მოხალისე ზღვისუბნელებმა.

https://www.facebook.com/ttaliashvili/videos/2435689003327059/