პროკურატურამ ამერიკელ მწერალს და იურისტს სკოტ ტუროვს უმასპინძლა

საქართველოს მთავარმა  პროკურატურამ ამერიკელ მწერალს და იურისტს სკოტ ტუროვს უმასპინძლა. სკოტ ტუროვი პროკურატურისსისტემის მენეჯერებს, პროკურორებს, გამომძიებლებსა და სტაჟიორებს შეხვდა და  უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, ნაფიც მსაჯულთაინსტიტუტზე, სამოქალაქო ვალდებულებებსა და სამართლის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

აშშ საელჩოს მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე საუბარი ტუროვის შემოქმედებასაც შეეხო და აღინიშნა, რომ მისი ერთერთი ყველაზეცნობილი წიგნია შესავალი სამართალში (One L),  რომელსაც ყოველწლიურად 30 000 მკითხველი ყიდულობს და განსაკუთრებული პოპულარობით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებში სარგებლობს. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მხატვრული ფილმი,,უდანაშაულობის პრეზუმფცია“,  რომელიც სკოტ ტუროვის ანალოგიური დასახელების ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული.

სკოტ ტუროვთან  შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესოსაკითხებზე  გამომსვლელის გამოცდილება გაეზიარებინათ.

 

კომენტარის დატოვება