„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების მიერ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გავრცელდა“

   ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის”  დეპუტატებმა მერიიდან მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს, სადაც საუბარია დედაქალაქის ცენტრში, კერძოდ კი ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიაზე გასხვისებასთან დაკავშირებით. ენმ-ს ლიდერების თქმით, თბილისის მერიამ აღნიშნული წინადადება დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. სევდია უგრეხელიძის თქმით, თბილისის მთავრობა და ნარმანია კვლავ განაგრძობენ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელის მოსახლეობისთვის არის ზიანის მომტანი.

-„მათ გადაწყვიტეს კრწანისის რაიონში მდებარე მოსახლეობისთვის ცნობილი და საყვარელი გამწვანების ზოლი გაასხვისონ სრულიად საეჭვო ვითარებაში“-აცხადებს  უგრეხელიძე.

რა იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე და რას ფიქრობენ საკრებულოს დეპუტატები? ამ კითხვით თბილისის  საკრებულოს  “ქართული ოცნება –კონსერვატორების”  ფრაქციის  თავმჯდომარეს  დავით  უთმელიძეს დავუკავშირდით.

-„სევდია უგრეხელიძის და ირაკლი ნადირაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა ორთაჭალაში გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერის გადაცემა უნდა მოხდეს კერძო პირზე, არის სრული სიცრუე,რომლის გავრცელებაც ან შეგნებულად ხდება ,ან კონკრეტული საკითხის არ ცოდნით..

შპს” პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც”-ისთვის სკვერში მოხდა 6 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემა და არა 20000 კვ.მ როგორც მათ განაცხადეს და რასაც სევდია უგრეხელიძემ თვითონ დაუჭირა მხარი, დღეს კი მისივე მხარდაჭერილ პროექტზე ისაუბრა

აღნიშნულ 6 კვ.მ ტერიტორიაზე კომპანიამ უნდა განახორციელოს ე.წ.”დაკიდული ბაღების”მოწყობა, ხოლო 2017 წლის 30 მარტამდე უნდა განახორციელოს 450 000ლარის ინვესტიცია აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში19747 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღდგება მწვანე საფარი და გალამაზდება ინფრასტრუქტურა, რის სანაცვლოდაც ინვესტორი არაფერს არ ითხოვს, ალბათ ამან გაუჩინა ეჭვი ნაციონალური პარტიის წარმომადგენლებს, მაგრამ ეჭვის საფუძველზე თქვა ტყუილი და საზოგადოება შეიყვანო შეცდომაში დაუშვებელია.

მე მიმაჩნია, რომ ქალბატონ სევდიას არ ახსოვდა თავისი მხარდაჭერის შესახებ აღნიშნულ გადაწვეტილებაზე, სხვა შემთხვევაში მისი განცხადება ცოტა გაუგებარია…

თან ასეთი სიმართლისგან შორს მდგომი განცხადება გააკეთო“-გვითხრა დავით უთმელიძემ.

 

 

კომენტარის დატოვება