„არგომ“ ბაკურიანი ფოთში მოიწყო-ბავშვები მორიგი ქველმოქმედებისთვის ემზადებიან (ვიდეო)

ფოთის თეატრალური ჯგუფი „არგო“, რომლის ხელმძღვანელი გუჯა ქარაიაა უკვე წლებია საქველმოქმედო სპექტაკლებს და საღამოებს ატარებს, ახლა კი პატარა მსახიობების გადაწყვეტილებამ მშობლებიც გააკვირვა და გაახარა. ბავშვებმა ბაკურიანში წასვლაზე უარი განაცხადეს და იმ თანხით, რაც იქ გართობაში უნდა დაეხარჯათ, გადაწყვიტეს თანატოლებს საჩუქრები უყიდონ. მალე „არგო“ მორიგ საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს, რომელიც მათი ტრადიციული ეგიდით „ბავშვები ბავშვებს“ ჩაივლის.

უანგარო სიკეთის კეთების სურვილი ბავშვებში დიდია. წარმატება ვუსურვოთ პატარა მსახიობებს და რაც მთავარია ყოველთვის დიდი ანშლაგები.

კომენტარის დატოვება