„ახალი საქართველო“ : ჩვენ დავიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმირებას!

პლატფორმა „ახალი საქართველოსთვის“ ელოდება იმ ორკვირიანი ვადის გასვლას, რომელიც მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მისცა. პლატფორმის მოთხოვნაა უკან იქნეს გაწვეული სამოქმედო 10 პუნქტიანი გეგმა.

-„ეს არის დამანგრეველი გეგმა. ორკვირიანი ვადა გადის 17-ში და თუ მთავრობის მხრიდნა არ იქნება რეაგირება, ჩვენ დავიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმირებას. ჩვენ არ ვსხედვართ კაბინეტებში და აუცილებლად გამოვალთ ქუჩაში!“-განაცხადა „ახალი საქართველოსთვის“ წევრმა თამთა შამათავამ.

კომენტარის დატოვება