დემინციით დაავადებულთა ქალაქი, სადაც ბედნიერი მოხუცები ავადმყოფობას ამარცხებენ!..

სამხრეთ ჰოლანდიაში არის პატარა დასახლება ჰოგვეი, სადაც 160-მდე ადამიანი ცხოვრობს. ყველა ისინი დემენციით არიან დაავადებულნი, მაგრამ ამ პატარა ქალაქში სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ. შეიძლება ითქვას, რომ ჰოგვეი მოხუცთა იდეალური დიდი სახლია.

პატარა ქალაქში მოხუცებთან ერთად არიან მეთვალყურე-დამხმარეებიც, რომლებიც მათ სრულფასოვნად ცხოვრებაში ეხმარებიან.

დემენცია საკმაოდ მძიმე დაავადებაა, თუმცა ეს მოხუცები სულაც ვერ გრძნობენ ამას. პატარა ქალაქში არის მაღაზიები, კაფეები, 2 რესტორანი.

მოხუცები სხვადასხვა წრეებში არიან გაერთიანებული და საყვარელი საქმით დაკავებულები.

ქალაქში არის პატარა მდინარეც.

დასახლება 1,5 ჰექტარზეა გადაჭიმული და მთლიანად 23 საცხოვრებელი სახლია. სახლებში 6-7 ადამიანი და მომვლელი ცხოვრობს.

პირველად ეს დასახლება 1993 წელს გაიხსნა და იყო ჩვეულებრივი პანსიონი, მაგრამ მალე ხელმძღვანელობა და თანამშრომლები მიხვდნენ, რომ უნდა შეეცვალათ პირობები, მიდგომები და მოხუცებისთვის შეექმნათ იდეალური, ბედნიერი ქალაქი.

მოხუცებთან ნებისმიერ დროს შეუძლიათ ახლობლებს ჩასვლა. ბოლო წლებია ქალაქი ტურისტებით გაივსო, აი თავად პაციენტებს არ შეუძლიათ ქალაქის დატოვება, თუმცა იმდენად ყველა პირობაა მათთვის შექმნილი, ამის საჭიროებაც კი არ არსებობს.

როცა ქალაქში ბევრი ტურისტია, მოხუცები, რომლებიც თეატრალურ ჯგუფში არიან, სპექტაკლს მართავენ. ამ პატარა ქალაშიც ხშირად ჩადიან თეატრალური დასები და ანიმატორები.

განსაკუთრებული ადგილი ოთხფეხა მეგობრებს უჭირავთ, მათ მოხუცების მომვლელები უვლიან, თავად პაციენტებიც ზრუნავენ ცხოველებზე.

ეს არის ქალაქი, სადაც ავადმყოფობა არ იგრძნობა, ქალაქი, სადაც ბედნიერი მოხუცები ავადმყოფობას ამარცხებენ.

ცნობისთვის:

დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობები. კოგნიტური ფუნქციის მოშლას თან სდევს, ან წინ უსწრებს სოციალური დეზადაპტაცია. ცნობიერება ამ დროს არ არის დაბინდული.

თვითონ ტერმინი ”დემენცია” ნიშნავს შეძენილ ჭკუასუსტობას, რომელსაც ახასიათებს მენტალური აქტივობის დაქვეითება. ოლიგოფრენიისგან განსხვავებით (თანდაყოლილი ან ბავშვობაში შეძენილი ჭკუასუსტობა), დემენცია ვითარდება ხანშიშესულ ასაკში, თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად.

ვრცლად

იხ.

http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/75502-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/93/