ბორჯომში მასპინძლის მიერ სტუმრად მყოფი პირის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ა.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.

პროკურატურის ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 21 აგვისტოს, ბორჯომში, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკების დროს ა.ნ.-მ დაზიანებები მიაყენა რ.კ.-ს, შემდეგ კი მოკვლის განზრახვით დანით ჭრილობა მიაყენა მას. მიყენებული დაზიანების შედეგად რ.კ. ადგილზე გარდაიცვალა.

„ა.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ, ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.