გიორგი ვაშაძე: უნდა დაიწყოს ფართო დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდევითარებიდან გამომდინარე, თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს.

როგორც ვაშაძე ამბობს, ეს საკითხი, პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია.

“ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყოს ფართო დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია არჩევნების გადადების საკითხი. ახლა იმის დრო არ არის, ვინ ვისკენ გაიშვერს ხელს და ვის უნდა და ვის არ უნდა არჩევნები. ფაქტია, რომ მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. პოლიტიკაც, არჩევნებიც, ყველაფერი გვაქვს ადამიანებისთვის და თუ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ, წინ ვერ წავალთ”, – განაცხადა  ვაშაძემ.