ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში განსაზღვრული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში განსაზღვრული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ მუშაობა დანარჩენ მნიშვნელოვან რეფორმებზეც“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე.