რასა იუკნევიჩიენე გვარამიას დაკავებაზე – „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ირჩევს პუტინის სტილის გზას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად?”

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ევროპარლამენტარი ინტერესდება მსგავსი ნაბიჯებით იგეგმება თუ არა საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის საბოტაჟი.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზეც კი არ ირჩევს დემოკრატიას, არამედ პუტინის სტილის გზას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად? ეს იმას ნიშნავს, რომ მას ასეთი ქმედებებით სურს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საბოტაჟი?“- განაცხადა იუკნევიჩიენემ.