24 თებერვლიდან მოყოლებული ყველა დღე არის გლოვის და განსაკუთრებულად ამ დღეზე აპელირება პოპულიზმია – წილოსანი

24 თებერვლიდან მოყოლებული ყველა დღე არის გლოვის და განსაკუთრებულად ამ დღეზე აპელირება პოპულიზმია – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ბუჩას ტრაგედიის გამო, ქვეყანაში გლოვის დღის გამოცხადების ინიციატივაზე განაცხადა.

,,არამხოლოდ დღევანდელი, არამედ ყველა დღე, 24 თებერვლიდან მოყოლებული, არის გლოვის დღე და განსაკუთრებულად ამ დღეზე, ან რომელიმე ინიციატივაზე აპელირება, ან რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხრიდან, მცდელობა, რომ მიისაკუთრონ თითქოს უკრაინის მხარდაჭერა არის უბრალოდ პოპულიზმი.” – აღნიშნავს წილოსანი.