მოძრაობა „სირცხვილიას“ და „დროას“ წევრებმა ბათუმში, სადაც გიორგი გახარია აჭარის რეგიონში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენდა, აქცია გამართეს

მოძრაობა „სირცხვილიას“ და „დროას“ წევრებმა ბათუმში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აჭარის რეგიონში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენდა, აქცია გამართეს.

ისინი აქციაზე სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით იმყოფებოდნენ, მათ შორის „გვახსოვს 20 ივნისი“. აქტივისტებმა ყოფილ პრემიერს ის გახმაურებული საქმეები შეახსენეს, რომლებიც მისი ,,ქართულ ოცნებაში”  ყოფნის დროს მოხდა.