პრემიერ-მინისტრმა ჩხოროწყუში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩხოროწყუში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა.

სასულიერო პირებმა პრემიერ-მინისტრს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მთავრობის მეთაურმა ასევე დაათვალიერა ჩხოროწყუში კულტურის სახლი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტენდერი დაუყოვნებლივ გამოცხადდება. ჩხოროწყუს კულტურის სახლის რეაბილიტაციას სახელმწიფო 5,5 მილიონი ლარით დააფინანსებს.