თბილისში ვაქცინაცია სპეციალურ ავტობუსებშიც ჩატარდება

დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპაში არის ძალიან ბევრი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და თავიანთ კუთვნილ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით. ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ვაქცინაციის ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო. კერძოდ, ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე განვათავსებთ 3 ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება. ისინი იქნებიან დაბრენდილები, სადაც მოქალაქეები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას“, – განაცხადა მინისტრმა.