“ევექსი ჰოსპიტლების” ქსელში შემავალი 3 სამედიცინო ცენტრი „მწვანე ჰოსპიტალი“ გახდა

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა. ევექსის ინფორმაციით, აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში პერსონალის 80% უკვე ვაქცინირებულია. მათივე განმარტებით, კამპანია ვაქცინაციის

მხარდაჭერასა და პაციენტებისა და თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

როგორც „ევექსში“ განმარტავენ, ერთგვარი სამედიცინო გამოწვევა ქსელში შემავალ ჰოსპიტლებს შორის 1-ელ ივნისს დაიწყო და 1-ელ სექტემბრამდე გრძელდება. ვაქცინაციის პროცესი კამპანიაში ჩართულ სამედიცინო ცენტრებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, მუდმივად ახლდება პროცენტული მაჩვენებლების ყოველკვირეული მონაცემებიც.

„მიმდინარე კვირას 60%-იანი ზღვარი უკვე გადალახა 8 ჰოსპიტალმა. ესენია:

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო – 76%

კარაპს მედლაინი – 64%

კავკასიის მედიცინის ცენტრი – 60%

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი – 75%

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი – 75%

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 61%

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი – 63%

ქობულეთის რეფერალური ჰოსპიტალი 64%

80%-იანი ზღვარი უკვე გადალახეს ფოთის ჰოსპიტალმა (85%) და მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურმა (87%). სამივე ჰოსპიტალს “მწვანე ჰოსპიტლის” სტატუსი მიენიჭა და სიმბოლურად, მწვანე ფერში განათდა.

ევექსი ჰოსპიტლები აღნიშნული კამპანიით კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიაში, რადგან ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადადგმული თითოეული ნაბიჯი ქვეყანაში პანდემიის დამარცხებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობია,“- ნათქვამია განცხადებაში.