კოვიდ-რეგულაციების დაცვაზე მულტისექტორული ზედამხედველობა გრძელდება

კოვიდ-რეგულაციების დაცვაზე მულტისექტორული ზედამხედველობა გრძელდება.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს შრომის ინსპექტორებთან ერთად, სხვადასხვა საზედამხედველო უწყებების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

კერძოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონიტორინგის პროცესში შემოსავლების, სურსათის უვნებლობის, ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, ასევე, მუნიციპალური ინსპექცია, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული.

უწყების ცნობით, მულტისექტორული კონტროლის მექანიზმი პანდემიის პირობებში დაინერგა და დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე ეფექტიან რეაგირებას ისახავს მიზნად.