ეკატერინე ტიკარაძე: თითოეულ მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის პუნქტის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლის სქემა აქტიურად დამუშავდა

თითოეულ მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის პუნქტის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლის სქემა აქტიურად დამუშავდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „საკოორდინაციო საბჭოს მხედველობიდან არ გამოჰპარვია ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება ვაქცინაციის მსურველებისთვის გადაადგილებას შეაფერხებდა.

„ვაქცინაციის პროცესი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელსაც შეფერხება არ უნდა მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, თითოეულ მუნიციპალიტეტში, აქტიურად დამუშავდა ის სატრანსპორტო მიმოსვლა, რითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ გადაადგილდნენ თითოეული ვაქცინაციის პუნქტის მიმართულებით.

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, უმეტეს მუნიციპალიტეტში უკვე შემუშავდა სატრანსპორტო გადაადგილების შესაძლებლობა, რომელიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.