შეგნებულად, რომ ბოკერიას ხმას არავინ არ მისცემს ყველამ კარგად ვიცით – დავით ჭიჭინაძე

შეგნებულად, რომ ბოკერიას ხმას არავინ არ მისცემს ყველამ კარგად ვიცით – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა ,,ტრიბუნას” თავმჯდომარემ, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

,,ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ერთნი, შეიცვალოს ამ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. თუმცა, ბოკერია და მისი პარტია ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იმისთვის, რომ თბილისში მაქსიმალურად ისინი იყვნენ წარმოდგენილები როგორც მაჟორიტარები, ცდილობენ რომ შეამცირონ მხარდამჭერთა რაოდენობა.

მას წარმოუდგენია ისე, რომ თუ მეტი მაჟორიტარი ეყოლება სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს შეეშლებათ და მის პარტიას მისცემენ ხმას. შეგნებულად, რომ ბოკერიას ხმას არავინ არ მისცემს ყველამ კარგად ვიცით,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.