“არ არსებობს ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი, ის ხშირად გამსაღებელიცაა და უნდა დაისაჯოს!”

“ქართული ოცნების” წევრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში ნარკოტიკების მომხმარებელი უნდა ისჯებოდეს, რადგან ის მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში გამსაღებელიც და გადამცემიცაა.

“პრაქტიკულად, არ არსებობს ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი. ის ხშირ შემთხვევაში გამსაღებელიცაა ამავდროულად. ეს არაა მხოლოდ გაყიდვა, არამედ ის ასევე, გადაცემას, გადაზიდვას გულისხმობს. ასე რომ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მომხმარებელი.

ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს მძიმე ნარკოტიკებთან, კოკაინი და ა.შ. რაც შეეხება ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებს, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სამართალმცოდნეებში, საზოგადოებაში, სპეციალისტებში (მათი განმარტებით, მსუბუქი ნარკოტიკი – ასეთი გაგება, პრაქტიკულად, არ არსებობს), ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს ასეთი მსჯელობა, რომ მოხდეს, პირველ შემთხვევაში, დეკრიმინალიზაცია, ესეც მსჯელობის საგანი უნდა იყოს.” –  აცხადებს ნარჩემაშვილი.

 

 

კომენტარის დატოვება