გარკვეული მოთაღლითო „ტიპის“ მხრიდან გაკეთებული არასწორი განცხადებები ვერ შეაჩერებს იმას, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული – კახა კალაძე

გარკვეული მოთაღლითო „ტიპის“ მხრიდან გაკეთებული არასწორი განცხადებები ვერ შეაჩერებს იმას, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული, – ამის შესხებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ელიავას ბაზრობის 60% წილის მფლობელ კომპანიაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც უარყოფს, რომ ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტის შემუშავებისას მერიამ მათი აზრიც გაითვალისწინა.

კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პირველ რიგში ელიავას ბაზრობაზე მომუშავე ადამიანების ინტერესი იქნება დაცული, რადგან „ის ვითარება და პირობები, სადაც ამ ადამიანებს ამუშავებენ, კატეგორიულად მიუღებელია“.

„ძალიან დიდი ტყუილია. არქივიდან შეგიძლიათ ნახოთ შეხვედრიდან გამოსული ადამიანების კომენტარი, ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც ქალაქისა და თბილისელების ინტერესებშია. გარკვეული მოთაღლითო „ტიპის“ მხრიდან გაკეთებული არასწორი განცხადებები ვერ შეაჩერებს იმას, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში იქ მომუშავე ადამიანების ინტერესი იქნება დაცული, იმ ვითარებაში და პირობებში, სადაც ამუშავებენ ამ ადამიანებს, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და თბილისისთვის. ვისზეც საუბრობთ, არის ვინმე ანდრიაძე, რომელიც გარკვეული ტერიტორიების მესაკუთრეა. მათ 2014-2015 წლებში ჰქონდათ წარდგენილი კატასტროფული გე ერ გე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქალაქის ინტერესებს და მიიღეს უარი, ის პროექტი ვერ განხორციელდებოდა, ამიტომ ჩვენ გამოვდივართ მოსახლეობის ინტერესებიდან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.