პენიტენციური სამსახური – პატიმართა 70% ვაქცინირებულია, კოვიდინფიცირებულია 105, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს

პენიტენციურ სისტემაში COVID-19-ით ინფიცირებული 105 მსჯავრდებულია, რაც მათი საერთო რაოდენობის 1%-ს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში ახლადდაკავებულ პირებში გამოვლინდა. პროტოკოლის მიხედვით, მიმღებ ციხეებში ახლდადაკავებულები სპეცილურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში თავსდებიან. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან. მათი განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება.

ამჟამად, 105 კოვიდინფიცირებულიდან 66 თბილისისი ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა ამათგან 52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ სასტუმრო ნაწილში იმყოფება .

39 კოვიდ ინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული/

პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე უკვე ვაქცინირებულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.