“მე იმიტომ აგირჩიე, რომ ჩემთან ერთად ემსახურო ამ ქვეყანას!..”

ზაზა მჟავავია

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“

-„სხვისი დირექტივებით მოქმედება და ცხოვრება აზარმაცებს ადამიანს, ართმევს აზროვნების და ფიქრის უნარს… თუ რამე არ მოგწონს, უნდა შეცვალო, მაგრამ რომ შეცვალო, შესაცვლელი შენი შექმნილი უნდა იყოს…ამიტომ, ყველაფერი სახელმწიფოში უნდა შექმნას ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად, მე იმიტომ აგირჩიე, რომ ჩემთან ერთად ემსახურო ამ ქვეყანას, იმიტომ აგირჩიე, რომ სუვერენიტეტი იყოს რეალური და არა მხოლოდ კონსტიტუციაში ჩაწერილი მუხლი, უნდა იყო ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და არა მოჩვენებით, არ უნდა ივაჭრო და არც ითამაშო შენი ხალხის წინაშე…შენი ქვეყნის და სახელმწიფოს, შენი ერის, შენი მოქალაქეების ღირსებას უნდა იცავდე და ეს ცხოვრების კრედო უნდა იყოს, აი, ამის მერე ხარ ჭეშმარიტი პოლიტიკოსიც და ხელისუფალიც, მოქალაქეც და ერის კაციც…“

კომენტარის დატოვება