დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს მიმართავს

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს მიმართავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას ლაშა გეგეჭკორი ასაჯაროვებს.

მიმართვა
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს.

თქვენთვის ცნობილია,რომ დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში,კერძოდ,მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტის ფარგლებში, საბიუჯეტო პროგრამით „ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება,“ კოდით (0202) დაუსრულებელი 4 კოოპერატიული კორპუსისთვის გამოყოფილი იყო 5 მილიონი ლარი.
საფინანსო წელი სრულდება ისე,რომ პროგრამის ამ მიმართულებით არ გახარჯულა არც ერთი თეთრი!
15 ნოემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვა დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი.
გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით წარმოშობილ ვალდებულებას,რომელიც სახელმწიფოს მიერ აღიარებულია საშინაო ვალად.
არ მოხდეს ისე,რომ ასიგნება მხოლოდ სიმბოლურად აისახოს ბიუჯეტში,როგორც გასულ,2014,2015 და 2016 წლებში…

კომენტარის დატოვება