მორიგი სკანდალი იზორიას უწყებაში – პროტესტი და მოკვლევა…(ვიდეო)

იზორიას უწყება მორიგ სკანდალში ეხვევა 

როგორც უკვე ცნობილია, გენშტაბის თხოვნის საფუძველზე საჰაერო ძალების სარდლად თადარიგის ოფიცერ სერგო ნინუა დაინიშნა. ავიაციისა და საჰაერო შტაბის უფროსად კი გიორგი ცაბაძე.

ლევან იზორიას ამ გადაყვეტილებამ სამხედრო ექსპერტების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მათი შეფასებით ნინუა აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკამაყოფილებს.

გენშტაბის განცხადებით, ნინუა იყო ის სამხედრო, რომელმაც საჰაერო თავდაცვის გეგმა წარადგინა.

დღეს კი უკვე ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული პირები ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მათ კომისია არ გაუვლიათ და მინისტრმა აქაც დაარღვია არსებული წესი.

ნინუასა და ცაბაძეს პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებენ. როგორც შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული დავით ნემსაძე ამტკიცებს, სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კადრები, რომლებიც გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი მოქმედებებით პირადი შემადგენლობის მიმართ.

”სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კადრები, რომლებიც 2012 წლის არჩევნების დროს პირად შემადგენლობას დედას აგინებდნენ, მწყობრში მუნდირიდან ახევდნენ სამხედრო ნიშნებს. მათი მხრიდან იყო მოწოდებები, რომ თუ ”ნაციონალურ მოძრაობას” არ მისცემდნენ ხმას, მათი ცხოვრება დამთავრდებოდა ძალიან ცუდად. აღნშნული დაწინაურება არანაირ საკადრო ფორმას არ ემორჩილება. მათ არ აქვთ შესაბამისი განათლება, წარსული და გამოირჩევიან აგრესიული პოლიტიკური ქმედებებით, რომელიც აკრძალული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ნებისმიერი რანგის სამხედრო პირისთვის”, – აცხადებს დავით ნემსაძე მიმართვაში, რომელიც მან პირველად სოციალური ქსელით გაასაჯარაოვა, შემდეგ კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

ნინუასა და ცაბაძის თანამდებობებზე დანიშვნას „მოამბემ“ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა.

 

კომენტარის დატოვება