ახალ წლამდე 1 წუთით ადრე-რისთვის ემზადება „გირჩი“?

პოლიტიკურ გაერთინება „გირჩი“ მთავრობისგან ნარკოპოლიტიკის გადახედვას მოითხოვს.

-„ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში:
1. მოხდეს მარიხუანის და მისი შემცველი პროდუქტების მოხმარების ლეგალიზაცია;
2. ქვეყანაში მოხდეს საკუთარი მოხმარების მიზნით, მარიხუანის კულტივირების და შენახვის ლეგალიზაცია.

მივმართავთ მომავალ მთავრობას და მოვითხოვთ, რომ ახალ წლამდე შეცვალონ ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ერთის მხრივ, მარიხუანას და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება გახდეს სრულად ლეგალიზებული და მეორეს მხრივ, მარიხუანის კულტივირება და შენახვა, ასევე იყოს სრულად ლეგალიზებული.

მომავალ ხელისუფლებას ექნება საკმარისი დრო, რომ განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 წუთზე, ჩვენ, გირჩის წევრები, გირჩის ოფისში, პირდაპირ ეთერში, ყველას დასანახად, საჯაროდ ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას.

ჩვენ გვესმის, რომ ამით დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე. ჩვენ არ ვართ შეშლილები, გვყავს ოჯახები და გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური აქტი, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის კონკრეტული გზა”.

 

კომენტარის დატოვება