პრემიერი „ნაცმოძრაობაზე“ – იციან, რომ ყველა არჩევნებში სასტიკად მარცხდებიან, ამიტომ გადასული არიან მავნებლურ პოლიტიკაზე, რომ რამენაირად პრობლემები შეუქმნან არა ჩვენს პოლიტიკურ პარტიას

იციან, რომ ყველა არჩევნებში სასტიკად მარცხდებიან, ამიტომ გადასული არიან მავნებლურ პოლიტიკაზე, რომ რამენაირად პრობლემები შეუქმნან არა ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, არამედ ჩვენს სახელმწიფოს და მოქალაქეებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრობა და ამ მტრობას კიდევ ერთხელ წერტილს დავუსვამთ 2 ოქტომბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, გამორიცხული და ეს ჩვენმა ხალხმა დაამტკიცა, დაადასტურა 7 არჩევნებში.

„ერთადერთი თეორიული შანსი, რაც მათ რჩებათ, არის ის, რომ რაიმე სახის პროვოკაციით, რაღაც შეფერხება და ჩვენი განვითარების შეფერხება შეძლონ. რა თქმა უნდა, ეს დასრულდება კრახით, ისევე, როგორც დასრულდა მათი ნებისმიერი მცდელობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.