ევროკავშირმა და „ასტრაზენეკამ“ შეთანხმებას მიაღწიეს

ევროპის კავშირი და ბრიტანულ-შვედური მწარმოებელი „ასტრაზენეკა“ შეთანხმდნენ, რომ კომპანია ევროკავშირს მიაწვდის ვაქცინის 200 მილიონ დოზას, რომელსაც 2021 წლის დასაწყისში, კონტრაქტით დაჰპიდა, – ამის შესახებ BBC წერს.

აღნიშნული გარიგება დაასრულებს ბელგიაში მიმდინარე სასამართლო განხილვებს, რომელიც ევროკავშირმა კომპანიის წინააღმდეგ წამოიწყო.

2021 წლის დასაწყისში, ევროპული კომისიის არაერთმა წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ „ასტრაზენეკა“ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებდა და გაერთიანებას დაპირებული დოზებით არ ამარაგებდა.

ახალი შეთანხმების მიხედვით, კომპანია ევროკავშირს 200 მილიონ დოზას 2022 წლის მარტამდე მიაწვდის.

ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70% უკვე ორი დოზითაა ვაქცინირებული.